სვანეთში ლაშქრობის მოყვარულთათვის „Highlander სვანეთი, საქართველო“ გაიმართება

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, 25-27 აგვისტოს, სვანეთში ლაშქრობის მოყვარულთათვის „Highlander სვანეთი, საქართველო“ გაიმართება.

პროექტის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოში  ცნობილ მოგზაურ ბლოგერს პიტერ ვოთსონს მასპინძლობს. საერთაშორისო პროექტის „Highlander“-ის  მსოფლიო ელჩი და სამოგზაურო პლატფორმა “Atlas & Boots”-ის ბლოგერი საქართველოში  პროექტში   „Highlander სვანეთი, საქართველო“ მიიღებს მონაწილეობას.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში ცნობილმა მოგზაურმა ბლოგერმა თბილისი დაათვალიერა, პიტერ ვოთსონი მესტიას, უშგულს, ჰაწვალს, ქორულდის ტბებს, სტეფანწმინდას, ჯუთას, გერგეტის სამებასა და გველეთის ჩანჩქერის მოინახულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები