ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა მოჭადრაკეებმა ასპარეზობა წარმატებით დაიწყეს

წარმატებით დაიწყეს ასპარეზობა ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა მოჭადრაკეებმა.

პირველ ტურში პარტიები მოიგეს: ნანა ძაგნიძემ, ნინო ბაციაშვილმა  და დიანა ლომაიამ. განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩემპიონატის დებიუტანტის, ლომაიას გამარჯვება ძლიერ სომეხ ოსტატთან, სუსანა გაბოიანთან. ყაიმით დაასრულეს შეხვედრა: ლელა ჯავახიშვილმა, სალომე მელიამ და ლილე ქორიძემ. სამწუხარო მარცხი განიცადა ელენე წოწონავამ.

ჩემპიონატის მეორე ტურში ლილე ქორიძემ თავისზე გაცილებით მაღალი რეიტინგის მქონე საერთაშორისო დიდოსტატი ოლგა ზიმინა დაამარცხა!

ნანა ძაგნიძე და ნინო ბაციაშვილი, ორიდან ორი გამარჯვებით ევროჩემპიონატზე პირველობას ინაწილებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები