ქართულ პროექტს “რეკვიემი ზაფხულის სიცხიან დღეებს” DOK LEIPZIG PREVIEW AWARD-ი გადაეცა

სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალმა წელს უკვე მეოცედ უმასპინძლა ინდუსტრიულ ღონისძიებას სახელწოდებით CineLink Industry Days. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო წარმოების სხვადასხვა ეტაპზე მყოფი 46 პროექტი. ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტების წარდგენის შემდეგ, ტრადიციულად გამოვლინდნენ გამარჯვებულები. ერთ-ერთი ჯილდო DOK LEIPZIG PREVIEW AWARD გადაეცა ქართულ პროექტს “რეკვიემი ზაფხულის სიცხიან დღეებს”.

“რეკვიემი ზაფხულის სიცხიან დღეებს” გიორგი ფარქოსაძის პირველი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის პროექტია. იგი ქართულ-ბერძნული კოპროდუქციაა, რომელსაც ქართული მხრიდან ახორციელებს საპროდიუსერო კომპანია Attic Production, ხოლო ბერძნული მხრიდან – Filmografik DocRepublic.

პროექტი იქმნება ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით და იგი ამჟამად პოსტ-პროდუქციის ეტაპზეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები