ძალოსანთა მორიგი წარმატება პოლონეთის ევროპის ჩემპიონატიდან
ძალოსანთა მორიგი წარმატება პოლონეთის ევროპის ჩემპიონატიდან – 17 წლამდე ნაკრები მედლების ჩათვლაში გუნდურ პირველ ადგილზეა, ხოლო 15 წლამდე ნაკრები მესამე ადგილზე გავიდა.
გამარჯვებულები და პრიზიორები რობის სპეციალური ცხრილის მიხედვითაც გამოვლინდნენ.
ჩემპიონატზე ვაჟთა შორის საუკეთესოდ ლევან ოჩიგავა დასახელდა, გოგონათა შორის კი მარიამ მურღვლიანი მესამე ადგილზე გავიდა.
მოგეხსენებათ, რომ საქართველოს 13 კაციანი ნაკრების წევრებიდან უმედლოდ არცერთი დარჩენილა. ვაჟთა და გოგონათა გუნდმა საერთო ჯამში 37 სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვეს, საიდანაც 15 ოქრო, 13 ვერცხლი და 9 ბრინჯაოა!
გარდა ამისა ძალოსნებმა საქართველოს 15 რეკორდიც დაამყარეს.
ვაჟთა და გოგონათა ნაკრების მთავარ მწვრთნელებს, ზურაბ ანთაურსა და თემურ ჯანჯღავას ჩემპიონის მწვრთნელის მედლები გადაეცათ.
ჩემპიონ-პრიზიორები სამშობლოში გვიან ღამით დაბრუნდნენ.