საქართველოში პირველად ჩატარდება რიგით 38-ე ფიზიკის სტუდენტების საერთაშორისო კონფერენცია
2024 წელს საქართველოში პირველად ჩატარდება რიგით 38-ე ფიზიკის სტუდენტების საერთაშორისო კონფერენცია (ICPS), რომელსაც თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი უმასპინძლებს. თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებელი ცოდნის ფონდი კონფერენციის თანასპონსორია.
ორგანიზატორების კომიტეტი შედგება საქართველოს ფიზიკის სტუდენტთა ასოციაციის (GAPS) წევრებისგან, რომელიც არის ფიზიკის სტუდენტთა საერთაშორისო ასოციაციის (IAPS) ეროვნული კომიტეტი 2019 წლიდან.
„შეხვედრა გაიმართა GAPS-ის წევრებს, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მენეჯმენტსა და ფიზიკის სკოლის წარმომადგენლებთან ICPS-ის საორგანიზაციო საკითხების განსახილველად.
ისტორიაში პირველი ICPS ჩატარდა 1986 წელს უნგრეთში, ესწრებოდა დაახლოებით 40-50 მონაწილე. დღესდღეობით კონფერენციის მასშტაბები იმდენად გაიზარდა, რომ ბოლო წლებში კონფერენციას ესწრება 500-მდე სტუდენტი 50 სხვადასხვა ქვეყნიდან. წინა წლებში კონფერენციას უმასპინძლა კოპენჰაგენის (დანია) და პუებლას (მექსიკა) ეროვნულმა კომიტეტებმა (https://www.iaps.info/).
2013 წლიდან ყოველ წელს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლა ცოდნის ფონდის დაფინანსებით ატარებს კახა ბენდუქიძის სახელობის შიდა კონფერენციას და არჩეული მოხსენებების ავტორებს უშვებს კონფერენციაზე“,- ნათქვამია თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ICPS მოიცავს სხვადასხვა ღონისძიებას, მათ შორის:
– სტუდენტების მოხსენებებს
– სამეცნიერო პოსტერ სესიებს
– საჯარო ლექციებს
– პანელურ დისკუსიებს
– სოციალურ ღონისძიებებს