მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე, 19-21 აგვისტოს შეჯიბრებაში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაებმებიან
სოფიაში მიმდინარე მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე, 19-21 აგვისტოს შეჯიბრებაში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაებმებიან.
დღეს საკვალიფიკაციო ეტაპებისა და ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართება 55, 63, 77, 87 და 130 კილოგრამ წონით კატეგორიებში.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრთაგან იჭიდავებენ:
55 კგ – თამაზ ღლონტი (17-წლამდელთა შორის ევროპის ვერცხლის (2021) და მსოფლიოს 2-გზის (2019 და 2021) ბრინჯაოს პრიზიორი. 15-წლამდელებში ევროპის (2019) ბრინჯაოს პრიზიორი)
63 კგ – რომეო ბერიძე – (ჭაბუკთა შორის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის (2019) ფინალისტი. 15-წლამდელებში ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი)
77 კგ – თორნიკე მიქელაძე – (20-წლამდელთა შორის ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის ფინალისტი)
87 კგ – იაგო გობაძე – (ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი (2018) 15-წლამდელთა შორის)
130 კგ – ცოტნე ცინცაძე
წინასწარი შეხვედრები დაიწყება თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყო. ნახევარფინალები – 17:45 საათზე.