ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო დასის სოლისტები პოლონურ – ქართული კულტურის ფესტივალზე გაემგზავრნენ
ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო დასის სოლისტები: ირმა ჟღენტი, ეთერ ხალვაში, ირაკლი კორიფაძე, ოთარ ნაკაშიძე და კონცერტმაისტერი – ნინო ნიშნიანიძე პოლონეთის, ქალაქ ვროცლავში პოლონურ – ქართული კულტურის ფესტივალზე გაემგზავრნენ.
ფესტივალის ფარგლებში პოლონეთში ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა, გახსნის ცერემონიას მუსიკალურად სწორედ საოპერო დასის სოლისტები გააფორმებენ.