მათემატიკის საერთაშორისო სტუდენტურ ოლიმპიადაზე თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებმა 4 ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს
მათემატიკის საერთაშორისო სტუდენტურ ოლიმპიადაზე თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებმა ძალიან კარგი შედეგი აჩვენეს ინდივიდუალური შედეგების მიხედვით – სტუდენტებმა 4 ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს:
– დემეტრე გელაშვილი, მათემატიკის და კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის სტუდენტი – 39 ქულა, ვერცხლის მედალი
– ნიკა გლუნჩაძე, მათემატიკის და კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის სტუდენტი – 37 ქულა, ვერცხლის მედალი
– დავით მოდებაძე, ფიზიკის პროგრამის სტუდენტი – 34 ქულა, ვერცხლის მედალი
– ლუკა მაჭარაშვილი, მათემატიკის და კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის სტუდენტი – 32 ქულა, ვერცხლის მედალი
– დავით ხვედელიძე, მათემატიკის და კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის სტუდენტი – 26 ქულა, ბრინჯაოს მედალი
„გუნდური შედეგის მიხედვით კი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი 33-ე ადგილზე გავიდა. წელს 100 გუნდი ეჯიბრებოდა ერთმანეთს მთელი მსოფლიოდან.
გუნდის მწვრთნელი არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მათემატიკური საგნების კურატორი და პროფესორი, გიორგი არაბიძე. აღსანიშნავია, რომ საოლიმპიადო ამოცანების შერჩევაზე დიდი კონკურსია და პირველი ქართული ამოცანის ავტორი სწორედ გიორგია.
აღნიშნული ოლიმპიადა ყოველწლიურად ტარდება და მასში მონაწილეობას იღებენ სტუდენტური გუნდები. თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდმა წელს მეოთხედ მიიღო მონაწილეობა აღნიშნულ შეჯიბრებაში.
სტუდენტებისა და მწვრთნელის გამგზავრებისა და მონაწილეობის ხარჯები სრულად დაფარა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებელმა, კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდმა“, – ნათქვამია თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.