ბალტიისპირეთში აჭარის რეკლამა აქტიურად მიმდინარეობდა

აჭარის ონლაინ რეკლამას ბალტიისპირეთის ქვეყნებში მილიონობით წვდომა აქვს. სოციალურ ქსელებსა და გუგლის პლატფორმაზე გამოქვეყნებული რეგიონის საიმიჯო ვიდეორგოლებისა და სარეკლამო ბანერების ჩვენებების რაოდენობამ 15 600 000 გადააჭარბა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ბათუმის და რეგიონის სამთო ტურისტული პროდუქტების ონლაინ რეკლამას ესტონეთში, ლატვიასა და ლიეტუვაში ავიაკომპანია AirBaltic-თან თანამშრომლობით ახორციელებდა.

ონლაინ კამპანიის პარალელურად მიმდინარეობდა გარე სარეკლამო აქტივობებიც. კერძოდ, ქალაქ რიგაში ბათუმის საიმიჯო ბანერებით დაიბრენდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც მთელი ქალაქის მასშტაბით გადაადგილდებოდა. გარდა ამისა, აჭარის პოპულარიზაციის მიზნით რეგიონს ათეულობით ტურისტული სააგენტოსა და მედიის წარმომადგენელი სტუმრობდა ბალტიისპირეთიდან, რამაც აღნიშნული ქვეყნებიდან ბათუმში ტურისტების მოზიდვასა და მედიაში აჭარის შესახებ სტატიების, ბლოგების, გადაცემების გამოქვეყნებას შეუწყო ხელი.

მიმდინარე წელს, ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები ხორციელდება რიგადან, ტალინიდან და ესტონეთიდან. რიგის მიმართულება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს წელს დაემატა, რასაც წინ უსწრებდა ბათუმის საპოპულარიზაციო პრეზენტაციები ბალტიისპირეთის ქვეყნების დედაქალაქებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები