ინფორმატიკის მსოფლიოს 34-ე ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრებმა 3 მედალი მოიპოვა

მსოფლიოს 34-ე ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში (IOI 2022) საქართველოს ნაკრების წევრებმა ერთი ვერცხლის  და ორი ბრინჯაოს მედალი  მოიპოვეს.

ეროვნული ნაკრების ოთხივე წევრი კომაროვის სკოლის მოსწავლეა: ქეთევან ციმაკურიძე, გიორგი ჩხაიძე, დავით მემარნიშვილი, ლუკა მოსიაშვილი.

ქეთა ციმაკურიძე ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა. ამ წარმატებით ის პირველი ქართველი გოგონა გახდა, რომელმაც საერთაშორისო  ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს დავით მემარნიშვილმა და ლუკა მოსიაშვილმა.

საქართველოს ნაკრების ლიდერები  გოჩა მანდარია, ზაზა გამეზარდაშვილი და ვახტანგ შეკიშვილი.

34-ე საერთაშორისო ოლიმპიადა ინფორმატიკაში (IOI 2022) წელს ჯოკიაკარტის სპეციალურ რეგიონში, ინდონეზიაში 7-15 აგვისტოს ჩატარდა, რომელშიც 88 ქვეყნიდან 349 მოსწავლე მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები