ტოკიოში კონცერტი – “SUMMER ART & MUSIC FEST” გაიმართა
საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად ტოკიოში კონცერტი – “SUMMER ART & MUSIC FEST” გაიმართა. ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს საელჩო იაპონიაში.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა ქართველმა პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილმა და იაპონიაში მოღვაწე ქართველმა მუსიკოსებმა: გიორგი ბაბუაძემ და ზაზა გოგუამ.
„საქართველოს საელჩო ღრმა პატივისცემით აღნიშნავს მათ ფასდაუდებელ ღვაწლს იაპონიასა და საქართველოს შორის კულტურული კავშირების გაღრმავების ურთულეს საქმეში.
ასევე გულითად მადლობას ვუხდით საქართველოში იაპონიის პირველ ელჩს – ბნ. მასაიოში კამოჰარასა და და მის მეუღლეს, ქ-ბნ ჯუნკო კამოჰარას აღნიშნული ღონისძიების ორგანიზებაში შეტანილი უდიდესი წვლილისათვის”, – ნათქვამია საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.