Berliner Wine Trophy 2022 ზაფხულის სესიაზე ჟიურის წევრად მარიამ ხომასურიძე იყო მიწვეული
დასრულდა საერთაშორისო კონკურსი Berliner Wine Trophy 2022, რომელიც 30 ივლისი – 7 აგვისტოს პერიოდში მიმდინარეობდა ბერლინში.
Berliner Wine Trophy 2022 ზაფხულის სესიაზე ჟიურის წევრად მიწვეული იყო ქართული ღვინის გილდიის თანადამფუძნებელი, პროფესორი მარიამ ხომასურიძე.
“Berliner Wine Trophy გავლენიანი ღვინის საერთაშორისო კონკურსია, რომელიც OIV -ისა და UIOE-ს პატრონაჟით ტარდება. Berliner Wine Trophy ყოველწლიურად აერთიანებს ცნობილ მწარმოებლებსა და დისტრიბუტორებს მთელი მსოფლიოდან, კონკურსზე წარმოდგენილი ნიმუშების რაოდენობა სტაბილურად მზარდია, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს კონკურსის პრესტიჟულობას”, – ნათქვამია ქართული ღვინის გილდიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.