ზაზა ნადირაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
საქართველოს კანოეს ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, ჩვენი ეროვნული ნაკრები კანადაში ჩავიდა, ქალაქ ჰალიფაქსში, სადაც 3-7 აგვისტოს იმართება მსოფლიო ჩემპიონატი, ჩვენი სპორტსმენების სტარტების ინფორმაცია კი ასეთია:
- ზაზა ნადირაძე, კანოე 200მ, 03.08.22 17:25
- მარიამ ქერდიკაშვილი, კანოე 200მ, 04.08.22 16:15
- ბადრი ყაველაშვილი, კაიაკი 200მ, 04.08.22 16:40
ზაზა ნადირაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია. მან შესარჩევ გაცურვაში მე-3 ადგილი დაიკავა და ფინალში გადავიდა.
ფინალი 6 აგვისტოს, 18:03 დაიწყება.