ტაკაო იმანიში ეროვნულ ბიბლიოთეკას იაპონური ბიბლიოთეკის ახალი გამოცემებით შევსებას დაჰპირდა

2 აგვისტოს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას საქართველოში იაპონიის ელჩის პირველი მდივანი ტაკაო იმანიში ესტუმრა. ინფორმაციას ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს.

მათი თქმით, სტუმარმა ეროვნული ბიბლიოთეკის ორიენტალისტიკის დარბაზში მდებარე იაპონური კუთხე დაათვალიერა. აქ განთავსებულია იაპონური ლიტერატურა, ასზე მეტი გამოცემა, რომელიც თავის დროზე იაპონიის საელჩომ ნიპონის ფონდის პროგრამის „100 წიგნი იაპონიის შესახებ“ ფარგლებში გადასცა ეროვნულ ბიბლიოთეკას.

ტაკაო იმანიში ეროვნულ ბიბლიოთეკას პროგრამის შემდეგ ეტაპზე გადასვლას და იაპონური ბიბლიოთეკის ახალი გამოცემებით შევსებას დაჰპირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები