ბექა ადამაშვილის “ამ რომანში ყველა კვდება” ბერძნულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა

მწერალთა სახლის ხელშეწყობით ბერძნულ ენაზე ითარგმნა და გამომცემლობის Vakxikon Publications მიერ გამოიცა ბექა ადამაშვილის “ამ რომანში ყველა კვდება”.

მთარგმნელი: ვერიკო მგელაძე

ერთ დილას მემენტო მორი აღმოაჩენს, რომ რომანის პერსონაჟია და წიგნებში მოგზაურობის სუპერძალა აქვს. ის ცდილობს, საკუთარი უნარები მრისხანე ავტორებს დაუპირისპიროს და მათი გმირები სიკვდილისგან იხსნას: ხან ამაოდ არწმუნებს რომეოსა და ჯულიეტას, რომ თვითმკვლელობა გამოსავალი არ არის და მერე ამ ამბავს ტკბილად გაიხსენებენ, ხან ტუბერკულოზით დაავადებულთა ცნობილ სანატორიუმს ფარულად ამარაგებს პენიცილინით, ხანაც მორიარტის აგდებს ჩანჩქერიდან ჰოლმსის გადასარჩენად. მაგრამ სხვა პერსონაჟებზე ზრუნვა დიდხანს არ გრძელდება, რადგან მემენტო მორი შეიტყობს, რომ მისი ავტორი საკუთარ რომანში ვიღაცის მოკვლას გადაწყვეტს. გამოსავალი კი  პერსონაჟების პოსტმოდერნიზმიდან უფრო უსაფრთხო ეპოქებში გახიზვნაა. სწორედ ასე იწყება დიდი მოგზაურობა ცნობილ ნაწარმოებებში, რომლის განმავლობაშიც გმირებმა უნდა შეძლონ და ყოვლისშემძლე ანტაგონისტის, ავტორის მიერ დაგებულ ლიტერატურულ ხაფანგებს უვნებლად დააღწიონ თავი…

“ამ რომანში ყველა კვდება“ ავტორის მეორე წიგნია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები