ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ – საფრანგეთისა და საქართველოს საზღვრებზე ჯანდაცვითი ზომები უქმდება

საფრანგეთში საქართველოს საელჩო ინფორმაციას ავრცელებს – 2022 წლის 1 აგვისტოდან, საფრანგეთის მიმართულებით მოგზაური პირებისთვის მანამდე არსებული წესები გაუქმდა:

  • „მგზავრებს არავითარი ფორმალობის შესრულება აღარ მოუწევთ საფრანგეთის მეტროპოლიისა თუ ზღვის იქითა ტერიტორიებზე გამგზავრებამდე; აღარ მოეთხოვებათ სანიტარიული საშვის წარდგენა;

აღარ მოეთხოვებათ გადაუდებელი მოტივის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა;

  • აღარ არიან ვალდებულნი, წარადგინონ ჯანდაცვის ზომებთან და საფრანგეთის საზღვარზე ანტიგენ ტესტის ჩატარების ვალდებულებასთან დაკავშირებული  განცხადება.
  • იგივე ეხება საფრანგეთის მეტროპოლიისა და ზღვის იქითა ტერიტორიებს შორის მოგზაურობას.

მოგზაურობა საქართველოს მიმართულებით:

  • საფრანგეთის დატოვებისას უცხო ქვეყნის (მათ შორის საქართველოს) მიმართულებით, საფრანგეთის ხელისუფლება აღარ ითხოვს მოგზაურობის მოტივის დამადასტურებელი საბუთის წარდგენას და არც საფრანგეთიდან გასვლის ცნობას.
  • 2022 წლის 15 ივნისიდან, ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც საქართველოში მოემგზავრება საჰაერო, სახმელეთო ან საზღვაო გზით, გათავისუფლებულია კოვიდვაქცინის დამადასტურებელი დოკუმენტისა და PCR-ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენის ვალდებულებისგან.
  • ნიღბის ტარება სავალდებულოა სამედიცინო დაწესებულებებში“, – ნათქვამია საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები