საერთაშორისო ახალგაზრდა ფიზიკოსთა ტურნირზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

საერთაშორისო ახალგაზრდა ფიზიკოსთა ტურნირი „IYPT 2022“​​ რუმინეთის ქალაქ ტიმიშოარაში 15-23 ივლისს ჩატარდა. ტურნირზე 25 ქვეყნის 125-მდე მონაწილე ასპარეზობდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების გუნდის შემადგენლობაში იყვნენ: ნიკოლოზ მალცევი, ნინო ქუჩულორია და ირაკლი მიროტაძე (კომაროვის სკოლა), ნენე ჟვანია და ლევან ლოლაშვილი (ვეკუას სკოლა).

კომაროვის სკოლაში ფუნქციონირებს IYPT ლაბორატორია და წრე, რომლის ხელმძღვანელები ბექა ბზეკალავა, ნიკოლოზ ნიკურაძე და ნიკოლოზ ციმაკურიძე,  საქართველოს ეროვნული ნაკრების გუნდის სხვა ხელმძღვანელებთან, გიორგი ბახტაძესთან და ლაზარე ოსმანოვთან, ერთად ეროვნულ ნაკრებს  აქტიურად ამზადებდნენ რუმინეთში საერთაშორისო ახალგაზრდა ფიზიკოსთა ტურნირისთვის.

საერთაშორისო ახალგაზრდა ფიზიკოსთა ტურნირზე (IYPT) საქართველოს ეროვნულმა  ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები