ავიაკომპანია Arkia ფრენებს ახალი მიმართულებით იწყებს
Arkia საქართველოში ახალ მიმართულებას ამატებს. ისრაელური ავიაკომპანია მრავალჯერად ჩარტერულ ფრენებს ეილათი – ბათუმი – ეილათის საჰაერო ხაზზე შეასრულებს. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ავიაკომპანია Arkia-ს მიერ წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, რეისები ეილათსა და ბათუმს შორის 7 აგვისტოდან 29 აგვისტოს ჩათვლით, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათს და პარასკევს განხორციელდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას აღნიშნული მიმართულებით ოპერირების ნებართვა მიმდინარე წლის 25 ივლისს მიანიჭა.