მოცურავე ნოე ფანცხავა ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფინალშია

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის პირველ დღეს საქართველოს ნაკრები სამ სახეობაში – ბადმინტონში,  ჩოგბურთსა და ცურვაში 6 სპორტსმენით შეუდგა ასპარეზობას.

პირველი დღე მეტწილად საკვალიფიკაციო ასპარეზობებს და ჯგუფურ  შეხვედრებს დაეთმო და ის ყველაზე წარმატებული მოცურავე ნოე ფანცხავასთვის გამოდგა.

100 მეტრზე გულაღმა ცურვაში ნოე ფანცხავამ  კვალიფიკაცია გადალახა და 00:57.45 წამით ნახევარფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვა. ფანცხავასთვის წარმატებული გამოდგა ნახევარფინალიც, სადაც მესამე შედეგით 26 ივლისს, ფინალში ასპარეზობის უფლება მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები