17-წლამდელთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველი მოჭიდავეები იასპარეზებენ
რომში, 17-წლამდელთა შორის, მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება
დღეიდან, ბრძოლაში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაებმებიან.
საქართველოს ნაკრები:
45 კგ – გიორგი კოჩალიძე
51 კგ – ანრი ხოზრევანიძე
55 კგ – საბა სურმანიძე
60 კგ – ავთანდილ მამალაძე
65 კგ – ალექსანდრე რუსიტაშვილი
71 კგ – ანრი ფუტკარაძე
80 კგ – ლუკა გელაშვილი
92 კგ – გორ აივაზიანი
110 კგ – დავით მგელაძე
მთავარი მწვრთნელი: მამუკა სულთანიშვილი;
მწვრთნელები: უჩა შავაძე, დევი რეხვიაშვილი, მარად აბულაძე.
ექიმ-რეაბილიტოლოგი: ლერი გვირჯიშვილი.
დღეს, წინასწარი ეტაპის და ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართება ხუთ წონით კატეგორიაში: 48, 55, 65, 80 და 110 კგ-ში.
ერთი თვის წინ, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზე გავიდა. ევროპის მოქმედი ჩემპიონი ანრი ხოზრევანიძე (51 კგ), და ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორები: ავთანდილ მამალაძე (60 კგ) და საბა სურმანიძე (55 კგ) მსოფლიოს კონკურენციაშიც ჩაებმებიან. ევროპის ჩემპიონატის ტრიუმფატორმა, 14 წლის ვახტანგ ლოლუამ კი 17-წლამდელებში გამარჯვების შემდეგ, გასულ კვირაში 15-წლამდელებშიც მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული და მსოფლიოს ჩემპიონატზეც უნდა ეჭიდავა, მაგრამ ხელი ვარჯიშზე მიღებულმა ტრავმამ შეუშალა.