2022 წლის მადრიდის საერთაშორისო კინოფესტივალზე ანდრო ჭიჭინაძე და ბახვა ბრეგვაძე დააჯილდოვეს
2022 წლის მადრიდის საერთაშორისო კინოფესტივალზე, კომპანია “სარაჯიშვილისთვის” გადაღებულმა მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა ორ ნომინაციაში გაიმარჯვა. საუკეთესო მამაკაცი მსახიობის კატეგორიაში ჯილდო მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს ერგო და მოკლემეტრაჟიანი ფილმის საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში კი ბახვა ბრეგვაძემ გაიმარჯვა.
„Andro Chichinadze-მ მადრიდის საერთაშორისო კინოფესტივალზე Best Actor-ის ჯილდო აიღოოოო და მოაქვს თბილისში 👏👏👏🎉🎉💛💛💛👏👏👏👏🚀🚀🚀🚀. უი და მეც Best Director for Short Movie 😎😂😂😂💛💛💛 გამარჯვებულები ვბრუნდებით 😂😂😂😂.
p.s ზუსტად ისევეა ეს ჯილდო ყველასი, ვინც ამ პატარა ფილმის შექმნაში მონაწილეობდა! დიდი მადლობა თქვენ ყველას 💛💛 Sarajishvili 🚀“- წერს სოციალურ ქსელში ბახვა ბრეგვაძე.