რა ჩაიწერა სპეციალური ოქმში, რომელიც მკვდარი პოეტს შეუდგინეს

პაოლო იაშვილმა 1937 წლის 22 ივლისს მწერალთა სახლში პროტესტის ნიშნად თავი მოიკლა. მკვდარ პოეტს შეუდგინეს სპეციალური ოქმი, რომელშიც ჩაიწერა:

“1. გამოაშკარავებული ჯაშუშის და სახელმწიფოს მტრის, პ. იაშვილის თვითმკვლელობა, პარტიისა და საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციული გამოხტომაა, შესაბამისად, იგი უნდა დაიკრძალოს როგორც ხალხის მტერი.

2. ლავრენტი ბერიას დაევალოს საქართველოს საბჭოთა მწერალთა კავშირის პრეზიდიუმს მიაწოდოს ინფორმაცია პ. იაშვილის კონტრრევოლუციური, ჯაშუშური და მავნებლური საქმიანობის შესახებ”.

პაოლო იაშვილი რეაბილიტირებულია 1954 წელს, გარდაცვალებიდან მხოლოდ 17 წლის შემდეგ, მანამდე კი საბჭოთა ცენზურა მის პოეზიას განიხილავდა „ხალხის მტრის“ შემოქმედებად, კრძალავდა და აქრობდა საჯარო სივრცეებიდან და ბიბლიოთეკებიდან.

 

📸 რეპრესირებულთა ისტორიები – 1937-1938

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები