ლონდონში “ანტრე – Entrée”-ს მესამე ფილიალი იხსნება
ქართული კომპანია ანტრე – Entrée ლონდონში რიგით მესამე ფილიალს ხსნის.
„დაგვეთანხმეთ, რომ განსაკუთრებულად ლამაზი მესამე ლოკაცია გამოგვივიდა ლონდონში – ბუკინგემის სასახლესთან. გახსნა – შემდეგ კვირას!“ – ნათქვამია „Entrée • ანტრეს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ახალი ფილიალის, სტუმრებს ქართული ტრადიციულ კერძებთან ერთად ფრანგულ პურ-ფუნთუშეულს შესთავაზებენ.
„ანტრე ლონდონი“ ქსელის საერთაშორისო ექსპანსიის ნაწილია, რომელიც თბილისისა და ბაქოს შემდეგ მესამე ქალაქს წარმოადგენს.
დღეისათვის საცხობების ქსელი ანტრე 14 ობიექტს თბილისში, 6 ობიექტს ბაქოში და 3 ობიექტს ლონდონში ფლობს.