საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ზაგრების გრან-პრიზე უძლიერესი შემადგენლობით გაემგზავრა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ზაგრების გრან-პრიზე, რომელიც 15-17 ივლისს გაიმართება, უძლიერესი შემადგენლობით გაემგზავრა.
წინასწარი შეხვედრები დაიწყება პარასკევს 11:00 სთ-ზე, შაბათს და კვირას 12:00 საათზე.
ფინალური ბლოკის დასაწყისი სამივე დღეს 19:00 საათია.
15 ივლისი – ქალები: -48კგ, -52კგ, -57კგ. კაცები: -60კგ, -66კგ.
16 ივლისი – ქალები: -63კგ, -70კგ. კაცები: -73კგ, -81კგ.
17 ივლისი – ქალები: -78კგ, +78კგ. კაცები: -90კგ, -100კგ, +100კგ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა შემდეგია:
-60კგ – გიორგი სარდალაშვილი;
-66კგ – ვაჟა მარგველაშვილი;
-73კგ – ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი;
-81კგ – ტატო გრიგალაშვილი;
-90კგ – ბექა ღვინიაშვილი;
-100კგ – ილია სულამანიძე
+100კგ – გელა ზაალიშვილი;
-78კგ – მარიამ ჭანტურია;
+78კგ – სოფიო სომხიშვილი.