ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ქალაქ ლაიდენის უნივერსიტეტის სტუდენტების ვიზიტი შედგა

დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის ინფორმაციით, ფონდისა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის პარტნიორობით ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში  ნიდერლანდების სამეფოს, ქალაქ ლაიდენის უნივერსიტეტის ჰუმანიტარული მიმართულების სტუდენტების ვიზიტი შედგა.

შეხვედრაზე მოწვეულები იყვნენ: საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩის მოადგილე ქალბატონი,  ლუს ლამერტსი; ფონდის “დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის” პრეზიდენტი თიკა სვანიძე ვენკო. ფონდის, “დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის” უფლებამოსილი წარმომადგენლები ჰოლანდიაში და ნიდერლანდების სამეფოში არსებული ქართული კულტურისა და სულიერების ცენტრის წევრი ქალბატონები, ლეილა მიქია, ნანი გერგაია და ვიოლა მიქია; ენის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ალიბეგაშვილი და პროფესორი თინათინ ბოლქვაძე.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე ევროპელ სტუდენტებს არაერთი სასიამოვნო მოულოდნელობა დახვდათ:

  • მე-5 საუკუნის პალიმფსესტი, მე-12 საუკუნის ხელნაწერი, რომელიც საქართველოსა და ჯვაროსნული ეპოქის ევროპის მჭიდრო ურთიერთობის საუკეთესო დასტურია. Ამ ხელნაწერმა შემოინახა ტამპლიერი რაინდების ოჯახების მოსახსენებლები.
  • სულხან-საბას “მოგზაურობა ევროპაში”,
  • ვახუშტი ბაგრატიონის “მსოფლიო გეოგრაფია” – ნიდერლანდების სამეფოს რუკით
  • პირველად ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო სივრცეში – “მსოფლიოს ისტორის” მე-18 საუკუნის ხელნაწერები, რომლებშიც ცალკე თავები ეძღვნება ნიდერლანდების სამეფოს.

შეხვედრის ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი და საინტერესო ნაწილი კალიგრაფიული მასტერკლასი გახლდათ, რომელიც დაიგეგმა “საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციასთან თანამშრომლობით და მას უძღვებოდნენ კალიგრაფები: დავით მაისურაძე, ნინი იკაშვილი და ლეილა ბაგბაია.

საგულისხმოა, რომ 2012 წლიდან ლაიდენის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ფუნქციონირებს ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები