„ქართული ხმებისა“ და ფონდის, „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ პარტნიორობით, ლიტერატურულ-მუსიკალურ კომპოზიცია “წუთისოფელი” იხილა მაყურებელმა
რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე, ლეგენდარული ანსამბლის „ქართული ხმებისა“ და ფონდის, „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ პარტნიორობით, ლიტერატურულ-მუსიკალურ კომპოზიცია “წუთისოფელი” იხილა მაყურებელმა.
კომპოზიციას გაუძღვა ყველასთვის საყვარელი ავტორი “ქართული ხმების” დამფუძნებელი, წევრი, მწერალი თემურ ჭკუასელი.
“ლიტერატურულ-მუსიკალურ კომპოზიცია : “წუთისოფელი” და ლეგენდარული “ქართული ხმები”, ფონდთან ერთად მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იმოგზაურებს და ქართულ ფესვებსა და საქართველოს მნიშვნელობაზე კიდევ არაერთხელ, ქართული ჰანგებით უამბობს აუდიტორიას.” – განაცხადა ფონდის “დიასპორების ალიანსი საქრთველოსთვის” პრეზიდენტმა თიკა სვანიძე ვენკომ.