ტურსააგენტოებისა და მედიის წარმომადგენლები მთიანი აჭარის მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებს გაეცნენ
საქართველოში მოქმედი ტურსააგენტოებისა და მედიის წარმომადგენლები მთიანი აჭარის მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებს გაეცნენ.
რამდენიმედღიანი მოგზაურობისას ინფოტურის მონაწილეებმა კაპნისთავის კანიონი, ხიხანის ციხე, მწვანე ტბა, კურორტი გოდერძი და ბეშუმი, მაჭახელასა დ მტირალას ეროვნული პარკები დალაშქრეს.
ინფოტური ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა.