თბილისი ევროპის 20 წლამდე ჩემპიონატს („ბ“ დივიზიონი) უმასპინძლებს

15-24 ივლისს თბილისი ევროპის 20 წლამდე ჩემპიონატს („ბ“ დივიზიონი) უმასპინძლებს და მასში მონაწილეობას სულ 19 ქვეყანა, ალბანეთი, ავსტრია, ბულგარეთი, ესტონეთი, ფინეთი, საქართველო, უნგრეთი, ისლანდია, ირლანდია, კოსოვო, ლატვია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ჩრ. მაკედონია, რუმინეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, შვედეთი, შვეიცარია მიიღებს.

თამაშებს, როგორც ოლიმპიური სასახლე, ასევე ახალი „თბილისი არენა“ (უნივერსიტეტის ქუჩა N15ა) უმასპინძლებს.

საქართველოს 20 -წლამდელთა ნაკრები „ბ“ ჯგუფშია განთესილი და მის მეტოქეები შვედეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ავსტრია და კოსოვო არიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები