საქართველოს საერთაშორისო ბლოგერები და ინფლუენსერები სტუმრობენ

მსოფლიოში პოპულარული  მოგზაური ბლოგერები და ინფლუენსერები საქართველოს ეწვივნენ.    ტურიზმის ეროვნული  ადმინისტრაციის ორგანიზებითა და  USAID-ის  ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით  ამერიკული პლატფორმა Steller-თან ერთად მორიგი მასშტაბური პროექტი იწყება.

პროექტის ფარგლებში 2 კვირის განმავლობაში Facebook-ის,  Instagram-ის TikTok – ის და სხვა სოციალური ქსელების  წამყვანი ბლოგერები და ინფლუენსერები აშშ-დან, კანადიდან და ევროპიდან საქართველოს ტურისტულ ადგილებს მოინახულებენ და გადაიღებენ.

ბლოგერები და ინფლუენსერები საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სათავგადასავლო, ეკო, კულტურულ-ტურისტულ მიმართულებებსა და პროდუქტებს სოციალურ ქსელებში პოპულარიზაციას გაუწევენ, რომელსაც მილიონობით ინტერნეტ მომხმარებელი გაეცნობა მთელ მსოფლიოში.

„პროექტის ფარგლებში სოციალურ ქსელებში ასობით  ისტორია მომზადდება საქართველოს, როგორც ჯერ კიდევ აღმოუჩენელი ტურისტული მიმართულების, მიმზიდველი ადგილებისა და   ხალხის შესახებ.  შექმნილი მედია პროდუქტები ინფლუენსერების სოციალურ ქსელებთან ერთად, USAID – ის, ტურიზმის ადმინისტრაციისა და Steller-ის სოციალურ ქსელებსა და ვებგვერდებზე აიტვირთება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა  და  USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, 2021 წლის ზაფხულის და 2022 წლის ზამთრის პერიოდში Steller ერთად მომზადებულ  კამპანიას მთელი მსოფლიოს მასშტაბით 140 მილიონზე მეტი ონლაინ  მომხმარებელი გაეცნო.  “, – ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Steller ინოვაციური პლატფორმაა, რომელიც მომხმარებლებს მოგზაურობასთან დაკავშირებული გამოცდილების გაზიარების ახლებურ გზას სთავაზობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები