გამოფენა: “გერმანელი მხატვრები და კავკასია”
8 ივლისს, 17: 00 საათზე, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურლი მუზეუმის ნიკოსეულ სასახლეში გელოდებათ გამოფენა: “გერმანელი მხატვრები და კავკასია”.
გამოიფინება გერმანელი მხატვრების მიერ შესრულებული კავკასიის პეიზაჟები, ტიპაჟები და მათი თვალით დანახული XIX საუკუნის მეორე ნახევრის საქართველო.