მარია ალავიძე ევროპის 7 საუკეთესო სპორტსმენს შორის მოხვდა
ესპანეთში გამართულ კონტინენტის პირველობაზე მხატვრულ ცურვაში იუნიორთა შორის, ქართველმა სპორტსმენმა წინა წელს ნაჩვენები შედეგი საგრძნობლად გააუმჯობესა და 24 ქვეყანას შორის ასპარეზობა მე-7-ე ადგილზე დაასრულა.
მარია ალავიძემ თავისუფალ სოლო პროგრამაში 80.50 ქულა დააგროვა.
აღსანიშნავია რომ გასულ წელს ევროპის ჩემპიონატზე მარია ალავიძემ მე-19-ე ადგილი დაიკავა.