ამერიკაში მოღვაწე ქართველი პიანისტი მერაბ ებრალიძე საუკეთესო პედაგოგად აღიარეს
American Protege International competition-მა და Young Pianist Competition of New Jersey-მა პედაგოგის ჯილდო გადასცა ამერიკაში მოღვაწე ქართველ პიანისტს მერაბ ებრალიძეს და ამასთან ერთად YPCNJ-ის კონკურსის ორგანიზატორებმა იგი საუკეთესო პედაგოგად აღიარეს.
„რაღა დაგიმალოთ და ძალიან გამახარა ამ ჯილდომ და უფრო მეტი მოტივაციების, პროექტების და იდეების განხორციელების სურვილები აღმიძრა!!! მადლობა კონკურსის ორგანიზაციას დაფასებისთვის! ❤“- განაცხადა მერაბ ებრალიძემ.
შეგახსენებთ, რომ გარდა წარმატებული სოლო კარიერისა, მერაბ ებრალიძე აშშ-ში აქტიურად ეწევა პედაგოგიურ საქმიანობასაც. 2017 წლიდან გაზარდა უამრავი მუსიკოს-შემსრულებელი, სხვადასხვა საშტატო თუ საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი. 2007-10 წლებში მუშაობდა new-york Conservatory of music-ში. 2016-20 წლებში მიიღო artist diploma-ს ხარისხი. ვირტუოზი პიანისტი გამოდიოდა ნიუ-იორკის ისეთ პრესტიჟულ დარბაზებში, როგორებიცაა: Carnegie Hall, America Opera performance Center, Dimenna Center, Scandinavian House, Merkin Hall და სხვა. 2019 წელს, მან ნიუ-იორკში ორგანიზაცია “გზა მომავალ თაობას” დააფუძნა. პროექტი ამერიკასა და საქართველოში მცხოვრებ ნიჭიერ მუსიკოსებსა და არტისტებს გზის გაკვალვასა და პროფესიულ წარმატებებში ეხმარება. ორგანიზაციის ეგიდით, არაერთი ახალგაზრდა სრული დაფინანსებით გაემგზავრა ამერიკაში და ნიუ-იორკის ცნობილ და პრესტიჟულ დარბაზებში გამოვიდა.