2 ოქრო, 2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო და გუნდური პირველი ადგილი 20 წლამდელ მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატიდან
იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე 20 -წლამდელ მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა ასპარეზობა დაასრულეს.
საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე 2 ოქროს, 2 ვერცხლის, 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა !
ევროპის ჩემპიონები ნიკოლოზ ბროლაძე და აჩიკო ბოლქვაძე გახდნენ.
ვერცხლის მედლებს თორნიკე მიქელაძე და დიმიტრი ხაჩიძე დაეუფლნენ. ბრინჯაოს მედალი კი, თემურ ორჯონიკიძემ მოიპოვა.