ევროპული სკოლა საქართველოს №1 ოქროს ბრენდი გახდა

2022 წლის 25 ივნისს, Global Idea-ს და The FINANCIAL-ის ორგანიზებით, ნომერ პირველი ოქროს ბრენდების რიგით მე – 17  დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

საზოგადოებისა და ექსპერტთა გამოკითხვის საფუძველზე,  2021  წლის მიღწევებისა და საზოგადოებრივი წვლილისთვის, გამარჯვებულად და ოქროს ბრენდად „ევროპული სკოლა“  დასახელდა.

„დღიდან დაარსებისა „ევროპული სკოლა“ ისწრაფვის წარმატებისკენ, ინოვაციების გზებით ატარებს მოსწავლეებს და სთავაზობს მათ უნიკალურ საგანმანათლებლო გზას, რათა გამოიყენონ შესაძლებლობების მაქსიმუმი და მიაღწიონ დასახულ მიზანს“,- განაცხადა სკოლის დირექტორმა სოფია ბაზაძემ.

ოქროს ბრენდის ჯილდო ყველაზე მნიშვნელოვან და პრესტიჟულ ბიზნესს ჯილდოდ არის აღიარებული საქართველოში. იგი გადაეცემა ბიზნესს სექტორს ხარისხისა და მომხმარებლის კმაყოფილების მიხედვით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები