პროექტის „დოკუმენტური ფოტოგრაფია სამხრეთ კავკასიაში” ფარგლებში ფოტოგამოფენა – “Ground Zero” გაიხსნა
შვეიცარიის საელჩოს ინფორმაციით, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის „დოკუმენტური ფოტოგრაფია სამხრეთ კავკასიაში” ფარგლებში გაიხსნა ფოტოგამოფენა – “Ground Zero”, რომელშიც მონაწილეობას იღებენ სომეხი, აზერბაიჯანელი და ქართველი ფოტოგრაფები.
გამოფენის მიზანია, სამი ქვეყნის ფოტოდოკუმენტალისტთა წარმოჩენა.
საერთო ჯამში წარმოდგენილი იქნება 300-ზე მეტი ნამუშევარი, რომელიც კარგად ასახავს დღევანდელ ვითარებას სამხრეთ კავკასიაში.