ნიუ-ჯერსიში დიმიტრი მანუელის ორგანიზებით მასშტაბური შოუ მოეწყო

25 ივნისს,  დიმიტრი მანუელის ორგანიზებით, ნიუ-ჯერსიში,  მსოფლიოს ყველაზე დიდი  The American Dream Mall -ის  გახსნაზე, მასშტაბური შოუ მოეწყო, სადაც მაღალი   მოდის  და ასევე   Irina Dance Academy -ის ქართველი მოცეკვავეების მიერ პერფორმანსი იყო წარმოდგენილი.

დიმიტრი,  თავის  შოუებში განსაკუთრებულ ყურადღებას   ქართულ კულტურის წარმოჩენას უთმობს. იგი მთელ მსოფლიოს დიდი სიყვარულით  წარუდგენს მშობლიურ  ცეკვებს და სიმღერებს.

დიმიტრი მანუელი იგივე დიმიტრი ჩხეიძეა. დიმიტრი ნიუ-იორკში, ოთხი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი მოდის კვირეულის: New York Fashion Week, Couture Fashion Week, Style Fashion Week, World Fashion Parade არტდირექტორია, ასევე მანჰეტენის სამოდელო სკოლისა და მოდის სახლის მფლობელი და პროდიუსერი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები