საერთაშორისო გამოფენაში – Pitti Immagine Bimbo 2022 ქართულმა კომპანიებმა მიიღეს მონაწილეობა

Enterprise Georgia-ს ინფორმაციით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, ბავშვის ტანსაცმლის ქართულმა კომპანიებმა მონაწილეობა მიიღეს პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენაში – Pitti Immagine Bimbo 2022. ღონისძიება 22-24 ივნისს, იტალიის ქალაქ ფლორენციაში გაიმართა.

საერთაშორისო ბაიერებით დატვირთული გამოფენა ქართველი მონაწილეებისთვის წარმატებული გამოდგა. მათმა პროდუქტმა განსაკუთრებულად დიდი ინტერესი გამოიწვია – საქართველოში დამზადებული ტანისამოსის შესახებ საერთაშორისო მედიაში დაიწერა.

Pitti Immagine Bimbo ყოველწლიურად 10 000 ვიზიტორი სტუმრობს. ღონისძიებაში 500-მდე საერთაშორისო ბრენდი იღებს მონაწილეობას. გამოფენას ყოველთვის ესწრებიან მსხვილი ბრენდების წარმომადგენლები და მულტინაციონალური ვიზიტორები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები