კახეთში ქართველი და უკრაინელი ბავშვებისთვის შემეცნებით-გასართობი და სპორტული ღონისძიებები გაიმართა

კახეთში ქართველი და უკრაინელი ბავშვებისთვის შემეცნებით-გასართობი და სპორტული ღონისძიებები გაიმართა.

სამდღიანი გასვლითი ღონისძიების ფარგლებში უკრაინელმა ბავშვებმა ქართველ თანატოლებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა შემეცნებით-გასართობ და სპორტულ აქტივობაში, რომელიც  ფსიქოლოგების აქტიური ჩართულობით შემუშავდა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მიხეილ გრუშევსკის სახელობის თბილისის 41-ე საჯარო სკოლის ქართული და უკრაინულენოვანი სექტორების მოსწავლეები. პროექტის ორგანიზატორია  „განათლების საერთაშორისო ლაბორატორია“. მხარდამჭერები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ქალაქ თბილისის მერია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები