ამბროლაურში რაჭა-ლეჩხუმის ღვინის პირველი ფესტივალი გაიმართა

რაჭა-ლეჩხუმის ღვინის პირველი ფესტივალი ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და შპს „ჯი ეს სერვის გრუპის” ორგანიზებით გაიმართა.

ფესტივალზე რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის დიდი, საშუალო და მცირე 65 მარანი იყო წარმოდგენილი, რომელთაც შესაძლებლობა მიეცათ, საკუთარი პროდუქცია წარედგინათ სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებისთვის, ფესტივალზე მოწვეული ევროპელი იმპორტიორებისა და ქართველ ექსპორტიორებისთვის.

რაჭა-ლეჩხუმის ფესტივალის ფარგლებში, ღვინის კომპანიების წარმომადგენლებისთვის გაიმართა ტრენინგები გაყიდვების, ღვინის ტურიზმის, მარკეტინგის მიმართულებებით, რომლის საჭიროებაც რეგიონის მცირე მარნებს აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები