რატომ გამოუცხადა “პოეტების მეფეს” მწერალთა კავშირმა საჯარო საყვედური

1922 წლის 23 ივნისს მწერალთა კავშირის სხდომამ დადგენილება გამოიტანა გალაკტიონისთვის საყვედურის გამოცხადების შესახებ

„დაესწრნენ: კ. მაყაშვილი, ი. აგლაძე, კ. აბაშიძე, ვ. რუხაძე, ა. აბაშელი. განიხილეს: გ. ტაბიძის საღამოს აფიშებში გამოცხადებულია, რომ ის არის პოეტების მეფე.

დაადგინეს: მოისმინა რა გალაკტიონ ტაბიძის საღამოს აფიშების შინაარსი, სადაც გ. ტაბიძე თავისთავს პოეტების მეფედ აღიარებს, საბჭოს სრულიად შეუფერებლად მიაჩნია ასეთი საქციელი საბჭოს წევრისა და პოეტის სახელისათვის, უცხადებს მას საყვედურს, მით უმეტეს, რომ გ. ტაბიძე არც ერთი ორგანიზაციის ან საზოგადოების მიერ არ არის არჩეული პოეტების მეფედ. ვინაიდან საზოგადოებაში ხმებია გავრცელებული, თითქოს ეს საღამო იმართება საბჭოს ინიციატივით, გამოცხადდეს პრესაში, რომ მას არავითარი დამოკიდებულება არ აქვს ამ საღამოსთან.
თავმჯდომარე კ. მაყაშვილი. მდივანი მ. ბოჭორიშვილი“.

წყარო: თბილისის მუზეუმების გაერთიანება 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები