საქართველოს სენიორთა ნაკრები მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ასპარეზობს
იტალიის ქალაქ აქვა ტერმეში საქართველოს სენიორთა ნაკრები მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ასპარეზობს.
გუნდის შემადგენლობაში არიან:
- ზურაბ სტურუა (2530)
- გიორგი გიორგაძე (2584)
- გიორგი ბაგატუროვი (2413)
- ნონა გაფრინდაშვილი (2270)
- ნანა იოსელიანი (2475)
სასტარტო რეიტინგ-სიაში, ჩვენი გუნდი მესამე ნომრადაა განთესილი, პირველ ადგილზე ინგლისის, ხოლო მეორეზე აშშ-ს ნაკრებია.
მსოფლიო სენიორთა გუნდურ ჩემპიონატზე გუშინ პირველი ტურის შეხვედრები გაიმართა.
ქართველი მოჭადრაკეები ირლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდნენ.
ქართველმა „სენიორებმა“ ანგარიშით 3,5:0,5 გაანადგურეს ირლანდიელი კოლეგები.
პარტიები მოიგეს: გია გიორგაძემ, ნონა გაფრინდაშვილმა და ნანა იოსელიანმა. ხოლო ზურაბ სტურუამ ყაიმით დაასრულა შეხვედრა.
მომდევნო ტურში ქართველი მოჭადრაკეები ჰოლანდიელებს დაუპირისპირდებიან.