ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 10 საუკეთესო აეროპორტს შორისაა
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, Skytrax-ის საუკეთესო აეროპორტების რეიტინგში, პარიზში გამართულ „Skytrax World Airport Awards 2022“-ზე, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი პირველად დასახელდა.
Skytrax საავიაციო სფეროში ერთ-ერთი პრესტიჟული საკონსულტაციო კომპანიაა, რომელმაც ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი საუკეთესო აეროპორტების რეიტინგში შეიყვანა.
მგზავრთა გამოკითხვის შედეგად შერჩეულ 10 საუკეთესო აეროპორტს შორის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი დასახელდა.