ირლანდიაში ქართველი ავტორების წიგნებისა და თარგმანების პრეზენტაცია გაიმართა
17 ივნისს, ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველო-ირლანდიის კულტურული ურთიერთობების ცენტრის ეგიდით გამოცემული ქართველი ავტორების, ნანა შალამბერიძისა და ლელა შურუპოვას წიგნებისა და თარგმანების პრეზენტაცია გაიმართა.
ლიტერატურულ საღამოზე წარმოდგენილი იყო ავტორების შემდეგი ნამუშევრები:
მიგრანტები (ორ წიგნად), მიქაელ პატრის მულვიჰილის წიგნი “ციმბირის ჯოჯოხეთური ხვრელი”, ირლანდიური პოეზიის ანთოლოგია, საბავშვო ლექსები, აქტივობის წიგნი, ქართულ-ირლანდიური და ირლანდიურ-ქართული სასაუბრო, ქართულ-უკრაინული და უკრაინულ-ქართული სასაუბრო, ირლანდიური ლეგენდები და ზღაპრები, 2022 წლის საბავშვო კალენდარი, ფერადი სევდა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ქართული დიასპორის წევრები და ირლანდიელი სტუმრები.