ხმა მიეცით ქართულ მარკას

საქართველოს ფოსტა ქართულ მარკაზე გამოფენილი ისტორიით ევროპულ კონკურსში მონაწილეობს.

ყოველწლიურად, ევროპის მასშტაბით, ხმის მიცემის შედეგად ვლინდება საუკეთესო მარკა.

ქართულ მარკაზე გამოსახულია ლადო გუდიაშვილის ნამუშევარი, სახელწოდებით „მედეა მიფრინავს იაზონთან“.

ხმის მიცემას შეძლებთ ბმულზე https://cutt.ly/jJdzv3v

EUROPA-ს ოფიციალური ლოგოთი გამოცემული მარკების პრეზენტაცია, გუშინ ლადო გუდიაშვილის მუზეუმში შედგა. ეს არის სპეციალური საკონკურსო მარკა, რომელიც EUROPA-ს ოფიციალურ ლოგოთი (PostEurop-ის რეგისტრირებულ სავაჭრო ნიშნით) ყოველწლიურად გამოიცემა, 1993 წლიდან PostEurop-ის მიერ შერჩეული თემატური გეგმის მიხედვით.

წელს EUROPA მარკის თემატიკაა „ამბები და მითები“, რომლის შესაბამისად შემუშავებულია და 2 ივნისიდან მიმოქცევაშია 2 საფოსტო მარკა. მასზე დატანილია გამოჩენილი ქართველი ფერმწერის ლადო გუდიაშვილის ნამუშევრები „მედეა მიფრინავს იაზონთან“ და „ლეგენდა თბილისის დაარსებისა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები