თბილისს ოთხი მწერალი ეწვევა

აიოვას უნივერსიტეტის საერთაშორისო სამწერლო პროგრამის ორგანიზებით თბილისს ოთხი მწერალი ეწვევა.

კრისტოფერ მერილი, ენჯი კრუზი, აიანა მათისი და როზა ალკალა მწერალთა სახლის რეზიდენციაში იცხოვრაებენ და ვიზიტის ფარგლებში ღია და დახურულ ღონისძიებებს გამართავენ.

რეზიდენტები მწერალთა სახლში სამ ვორქშოფს გაუძღვებიან:

  • ახალგაზრდა მწერალთა ვორქშოფი (16-25 წლის დამწყები მწერლებისთვის);
  • პოეზიის თარგმანის ვორქშოფი (პოეზიის ინგლისურიდან მთარგმნელებისთვის);
  • მხატვრული წერის ვორქშოფი (ავტორებისთვის ერთი ან მეტი გამოცემული წიგნით).

თითოეული ვორქშოფის ხანგრძლივობა 2-3 დღეა (დღეში 3 საათი). შეხვედრები 28 ივნისი – 3 ივლისის პერიოდში მწერალთა სახლში გაიმართება.

სამუშაო ენა: ინგლისური

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები