გეგი თაბაგარმა მსოფლიო ჩემპიონატზე 3 ოქროს მედალი მოიპოვა
მექსიკაში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე გეგი თაბაგარმა (96 კგ.) ბრწყინვალედ იასპარეზა.
საქართველოს ნაკრების წევრმა მთავარი მწვრთნელის, ზურაბ ანთაურის ყველა მითითება შეასრულა, ატაცში 134/138/140 კგ. დაძლია და ოქროს მედალს დაეუფლა.
ასევე უმაღლესი სინჯის მედალი დაისაკუთრა აკვრაში დაძლეული 166/170/177 კილოგრამითაც. ორჭიდის ჯამში მოგროვებულმა 317 კილოგრამმაც ოქროს მედალი დაიმსახურა.