22-24 ივნისს თბილისის რიგით მე-14 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი გაიმართება
22-24 ივნისს თბილისის რიგით მე-14 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი გაიმართება. კინოფესტივალის მხარდამჭერია ეროვნული კინოცენტრი.
თბილისის ახალგაზრდულ კინოფესტივალს, მისი ოფიციალური პარტნიორი კინოთეატრი „ამირანი“ უმასპინძლებს, სადაც ფესტივალის საკონკურსო კინოპროგრამა ნაჩვენები იქნება დიდ ეკრანზე.
ფესტივალის ოფიციალური საკონკურსო პროგრამის სელექციონერები არიან საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის IV კურსის სტუდენტები, კინომცოდნეები: ეთერ ფარჩუკიძე, ნათია ფანცულაია, საბა მახარაშვილი, თიკო მამედოვა და ბესო დარასელია.
ხელმძღვანელი: მაია ლევანიძე (კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი).
კინოფესტივალში მონაწილეობს 19 ქვეყნის კინოსკოლის 31 ფილმი, რომელთა შორისაა: საქართველო, საფრანგეთი, აშშ, უნგრეთი, იტალია, პოლონეთი, სლოვაკეთი, ესპანეთი, ბელგია, ჩილე, არგენტინა, ხორვატია, ირანი, ისრაელი, გერმანია, ჩინეთი, რუმინეთი, ბრაზილია და ავსტრია.