დღეს ანსის ფესტივალზე ქართული ანიმაციის – “ფრენცის სასადილოს” ჩვენება გაიმართება

დღეს ანსის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი უმასპინძლებს ქართული ანიმაციის – “ფრენცის სასადილოს” ჩვენებას, რომელიც ფესტივალის მთავარ კონკურსშია წარმოდგენილი.

ფილმის რეჟისორია ანა ჩუბინიძე. “ფრენცის სასადილო” შექმნილია ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.

ანსის კინოფესტივალი ანიმაციური ფილმების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული საერთაშორისო ფესტივალია, რომელიც 1960 წელს დაარსდა და ამ პერიოდიდან მოყოლებული საფრანგეთის ქალაქ ანსიში ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები