ვახტანგ ლოლუა ევროპის ჩემპიონია

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით 17-წლამდელ მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატის მეორე დღეს – 14 ივნისს, ხუთ წონით კატეგორიაში გაიმართა წინასწარი ეტაპებისა და ნახევარფინალური შეხვედრები და ორ წონაში ფინალის საგზური საქართველოს ნაკრების წევრებმა მოიპოვეს.

14 წლის ვახტანგ ლოლუა (48 კგ) ევროპის ჩემპიონი გახდა 17 -წლამდელთა შორის.

ევროპის ჩემპიონატზე ლოლუამ ფინალში აზერბაიჯანელი  ელვინ იბადოვი დაამარცხა (4:1) და ოქროს მედალს დაეუფლა

საბა სურმანიძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. გადამწყვეტ შეხვედრაში მან უკრაინელი  მაქსიმ ჩუბენკო (10:2) დაამარცხა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები