მერანოს ღვინის ფესტივალი საქართველოში

მერანოს ღვინის ფესტივალი ერთ-ერთი წამყვანი და უნიკალური ფესტივალია მსოფლიოს მასშტაბით, არა მარტო ღვინის არამედ კვების პროდუქტების წარმოებაშიც.

საქართველო არის პირველი ქვეყანა, რომელიც უმასპინძლებს მერანოს ღვინის ფესტივალს იტალიის ფარგლებს გარეთ. ღონისძიება ჩატარდება 19 ივნისს შატო მუხრანში.

ფესტივალზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ და შეიძინონ, წარმოდგენილი ღვინო და კვების პროდუქტები. გაიმართება კულინარიული მასტერკლასები, იტალიური და ადგილობრივი ღვინოების დეგუსტაცია. ადგილზე დახვდებათ სპეციალურად მოწყობილი კვების სივრცე. ფესტივალს დახურავს მუსიკალური ჯგუფი მიქსტურა.

ორგანიზატორები და მხარდამჭერები: ასოციაცია “ქართული ღვინო”, ღვინის ეროვნული სააგენტო, მერანოს ღვინის ფესტივალი და ვაიმ ჰანტერი. ღონისძიების პარტნიორი შატო მუხრანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები